Alleen de formulering van de bron; dit staat los van professionele geschiktheid. Op afstand werken betekent niet automatisch wereldwijde geschiktheid of flexibele uren.
Originele bron: SmartRecruiters · Gepubliceerd 2026-11-25 · Laatst gecontroleerd 2026-11-25 12:05 UTC
Vergelijk de vereisten met uw ervaring, bereid uw document voor en bewaar de vacature in uw sollicitaties. U dient de sollicitatie zelf in.
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერილობა
თიბისის, ციფრული ბიზნესის განვითრარების ლიგაში, ვეძებთ - სერვის ექსპერტი/გუნდის ლიდერს!
ძირითადი პასუხისმგებლობები
ციფრული გადახდის პროდუქტებისა და სერვისების განვითარების პროცესის მართვა Product Owner-თან ერთად;
პროდუქტის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა, ბექლოგის მართვა და შედეგებზე (OKR/KPI) პასუხისმგებლობა;
ბიზნეს მოთხოვნების ანალიზი და მათი ტექნიკურ გადაწყვეტილებებად გარდაქმნის პროცესის კოორდინაცია;
პროდუქტის განვითარების სრული ციკლის მართვა — დაგეგმვიდან ტესტირებასა და დანერგვამდე;
Agile/Scrum პროცესების წარმართვა და გუნდის ეფექტიანობის მუდმივი გაუმჯობესება;
დეველოპმენტ გუნდის ლიდერობა, მისი ეფექტიანობისა და პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა;
ბანკის სხვადასხვა გუნდთან და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტექნოლოგიურ პარტნიორებთან თანამშრომლობა.
კვალიფიკაცია
ციფრული პროდუქტების განვითარების გამოცდილება;
დეველოპმენტ გუნდის მართვის გამოცდილება;
Agile/Scrum პროცესების კარგი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
ტექნიკურ გუნდებთან და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობის გამოცდილება;
Mobile/Web აპლიკაციების განვითარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
საბანკო ან საფინანსო ტექნოლოგიების (Fintech) სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
გადახდების (Payments) მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
ანონიმური წერილი
ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
SmartRecruiters
Een gratis account toont de originele sollicitatielink aan in aanmerking komende leden, controleert je geschiktheid voor deze functie, slaat deze op in je tracker en laat Autopilot meer soortgelijke vacatures vinden.