roTEAMnet

სახაზინო პროდუქტების მენეჯერი- კორპორატიული ბიზნესი

TBCBANK · თბილისი, Georgia

Full-time

Source wording only; this is separate from professional fit. Remote does not automatically mean worldwide eligibility or flexible hours.

Original source: SmartRecruiters · Published 2026-09-29 · Last checked 2026-11-25 12:05 UTC

Work arrangement not specifiedLevel not specifiedFull-timeTBCBANK United States

Check the requirements against your experience, prepare your document and keep the opportunity in your applications. You submit the application yourself.

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

თიბისი ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250-ის ინდექსში ტრანსნაციონალური კომპანიაა 9000 თანამშრომლითა და რამდენიმე მილიარდიანი საკრედიტო პორტფელით.

თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 40%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 28%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%.

კორპრატიული ბიზნესი აცხადებს ვაკანსიას სახაზინო პროდუქტების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაოს აღწერილობა

სავალუტო კონვერტაციებისა და დერივატიული ოპერაციების ფასდადება, სახაზინო პროდუქტების შეთავაზება, გაყიდვა, განვითარება კორპორატიული კლიენტებზე

ჯამური და ინდივიდუალური გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა არასაკრედიტო პროდუქტების კუთხით

სავალუტო ბაზრისა და სახაზინო ოპერაციების მუდმივი კონტროლი, კლიენტების მომგებიანობის და სავალუტო გარიგებების მოცულობების მუდმივი ანალიზი, კორპორატიული კლიენტებისთვის სახაზინო პროდუქტების შეთავაზება, პროდუქტების ახსნა/ინფორმაციის მიწოდება, უფროსთან/ კორპორატიული ბანკირებთან ერთად კლიენტებისთვის გადაწყვეტილებების მოფიქრება, მომგებიანობის კონტროლი/ზრდა.

კლიენტების pipeline-ბის მუდმივი განახლება, არსებულ კლიენტებზე სწორი მოლოდინების მართვის და ახალი პოტენციალისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით.

კლიენტის ოპერაციების დაგეგმარებისა და ბიზნესის გაზრდის პროცესში სრული ჩართულობა. სახაზინო პროდუქტებზე გეგმის მომზადება კორპორატიული ბანკირებთან ერთად და შესრულება,

შესაბამისი ბიზნეს დარგების მაქსიმალური პენეტრაცია, არსებული კლიენტების საბანკო პროდუქტებით დაფარვის მაქსიმიზაციის და ახალ კლიენტებთან პროაქტიული თანამშრომლობის გზით

სახაზინო და სავალუტო ბაზრის სპეციფიკის ზედმიწევნით ცოდნა;

კლიენტებთან თანამშრომლობის პროცესში სექტორში გამოვლენილი ტენდეციების უფროსისთვის, კორპორატიული ბანკირების ან/და სხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის დროული მიწოდება;

კლიენტებზე მორგებული შეთავაზებების მომზადება, მათ შორის კომბინირებული ოფერების მომზადების გზით (დეპოზიტები, FX, ქეშ მენეჯმენტი და სხვა) და შეხვედრების წარმართვა არასაკრედიტო პროდუქტების მიმართულების უფროსთან და კორპორატიულ ბანკირებთან კოორდინაციით

სახაზინო ოპერაციების უზრუნველყოფა და დასრულების შემდეგ follow up (აღრიცხვა, ანალიზი და აშ.).

კლიენტის გამოცდილების (ოპერაციული და პროდუქტული) მუდმივი ანალიზი და გაუმჯობესებაზე წინადადებების მომზადება

სახაზინო პროდუქტების ხელშერკულებების გაფორმება/გააქტიურება, პროცესის ბოლომდე მართვა.

ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ძლიერი კოორდინაციის უზრუნველყოფა;

უშუალო ხელმძღვანელის, ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის ბრძანებების, განკარგულებებისა და დავალებების დროული და ადექვატური შესრულება;

განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის და ასევე, სამომავლო გეგმების შესახებ პირდაპირი ხელმძღვანელისთვის პერიოდული ანგარიშგების წარდგენა.

კვალიფიკაცია

უმაღლესი განათლება; ფინანსები, ბიზნეს ადმინისტრაცია, ეკონომიკა

ბანკში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. სასურველია გაყიდვების მიმართულებით.

CFA სერტიფიკატი სასურველია.

ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა;

საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;

საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების, კონკურენტებთან მათი უპირატესობის სრულყოფილი ცოდნა;

ბანკის ტექნოლოგიური პროდუქტებით სარგებლობის ცოდნა;

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline

ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report

ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268

ანონიმური წერილი

ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Apply on the original website

SmartRecruiters

Apply with a free account

A free account shows the original application link to eligible members, checks your fit with this job, saves it to your tracker and lets Autopilot find more jobs like it.

Create account Log in

Essential cookies support your session and security. Google Analytics and Meta advertising measurement load only with your separate choices. CV text and contact details are not sent.

Essential cookies · always active

Session, CSRF protection and your cookie preference. These support account access and the choice you make here.

Google Analytics measures public pages and predefined actions after consent. Search text, CV content, account IDs and payment tokens are excluded. Advertising storage and personalization remain disabled.

With marketing consent, Meta receives PageView events on selected public presentation pages, the page URL and network/browser information, to measure advertising. PageView collection excludes CV, job search, account and payment pages. Automatic matching and automatic event collection are disabled. Meta may process this information outside your country. Declining does not restrict tools.

With marketing consent, Google Ads measures verified account creation and confirmed purchases using an anonymous event ID and purchase amount/currency. No CV or contact details are sent.

With marketing consent, Meta may store advertising click identifiers on the registration page to attribute a later verified signup. Opening the form is not counted as a registration.

With marketing consent, Meta also records verified account creation on the workspace home page using an anonymous event ID. It receives no CV or contact details.

Your choice is stored for 180 days. Change or withdraw it at any time using Cookie settings. Declining analytics does not restrict career tools.

Cookie Policy