roTEAMnet

თანამშრომლის გამოცდილების მართვის პარტნიორი

TBCBANKთბილისი, Georgia2026-10-26
Full-time

Source wording only; this is separate from professional fit. Remote does not automatically mean worldwide eligibility or flexible hours.

Original source: SmartRecruiters · Published 2026-10-26 · Last checked 2026-11-25 12:05 UTC

About this job

კომპანიის აღწერა

  • ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
  • ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
  • მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

თანამშრომლის გამოცდილების მართვის პარტნიორი პასუხისმგებელია თანამშრომლის გამოცდილების სისტემურ გაუმჯობესებაზე, რომელიც ორგანიზაციაში შემოსვლიდან იწყება და მოიცავს სრულ ციკლს თანამშრომლის გასვლამდე (exit).

როლის მთავარი მიზანია, თანამშრომლების უკუკავშირების, სხვადასხვა არხებიდან შეგროვევებული მონაცემებისა და გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, გამოავლინოს ძირითადი ტკივილები, შეამციროს ორგანიზაციული ხარვეზები და შექმნას უფრო მარტივი, თანმიმდევრული და მაღალი ხარისხის თანამშრომლის გამოცდილება.

სამუშაო პასუხისმგებლობები

თანამშრომლის გამოცდილების დიზაინი

  • თანამშრომლის ძირითადი journey-ებისა და ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი მომენტების იდენტიფიცირება, ანალიზი და გაუმჯობესება.
  • ონბორდინგის, ოფბორდინგის, შიდა გადაადგილების, დაწინაურების, აღიარების (recognition) და სხვა მნიშვნელოვანი გამოცდილებების დიზაინი და სტანდარტიზაცია.
  • არსებული პროცესების შეფასება თანამშრომლის პერსპექტივიდან და გაუმჯობესების ინიციატივების მართვა.

თანამშრომლის ხმა

eNPS-ის, ჩართულობისა და პულსის კვლევების, ფოკუს ჯგუფების, HRBP-ების უკუკავშირისა და სხვა არხებიდან შემოსული უკუკავშირის მართვა, ანალიზი და ქმედებებში ასახვა. ქმედებების შესრულების მონიტორინგი.

მიღებული insight-ების ანალიზი, ძირითადი ტენდენციების გამოვლენა, პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრისთვის ქმედებების დაგეგმვა და მართვა, სტეიკჰოლდერებთან კომუნიკაცია და შესრულების მონიტორინგი.

თანამშრომლის ტკივილების შემცირება

  • იმ პროცესებისა და პრაქტიკების გამოვლენა, რომლებიც თანამშრომლებს ეფექტიან მუშაობას ურთულებს.
  • HR, IT, Operations, Facilities და სხვა ფუნქციებთან დაკავშირებული ტკივილების აღმოჩენა მათი კომუნიკაცია სტეიკჰოლდერებთან, გადაჭრაზე მუშაობა და შესრულების მონიტორინგი
  • განხორციელებული ცვლილებების ეფექტის გაზომვა თანამშრომლის გამოცდილების ჭრილში.

კროს-ფუნქციური კოლაბორაცია

  • HRBP-ებთან, ბიზნესის ლიდერებთან, შიდა კომუნიკაციებთან, IT-სთან, Facilities-თან და სხვა გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა.
  • Employee Experience-ის საერთო სტანდარტების დანერგვა ორგანიზაციაში.
  • სხვადასხვა ფუნქციის მიერ დაგეგმილი, თანამშრომლებთან დაკავშირებული ინიციატივების შეფასება თანამშრომლის გამოცდილების პერსპექტივიდან.

რეპორტინგი და ანალიტიკა

  • ანგარიშგება მენეჯმენტისთვის: ძირითადი თემები, სტატუსი, რისკები - რეგულარული ანგარიშები ადამიანური კაპიტალის დირექტორისა და მენეჯმენტისთვის.
  • რეპორტინგი სტეიკჰოლდერებისთვის: ინსაიტების მიწოდება და მათი სამოქმედო გეგმების პროგრესის მონიტორინგი.
  • კომუნიკაცია თანამშრომლებთან: შედეგების გაზიარება, რათა თანამშრომლებმა დაინახონ, რომ მათი ხმა რეალურ ცვლილებას იწვევს.

დამატებითი პასუხისმგებლობები

  • კონფიდენციალურობა: თანამშრომელთა უკუკავშირის ანონიმურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა.
  • პროცესების გამარტივება: შიდა და HR პროცესებში ზედმეტი სირთულის გამოვლენა და გამარტივების ინიცირება.
  • საუკეთესო პრაქტიკა: Employee Experience-ის სფეროს ტენდენციების მონიტორინგი და მოსმენის ციფრული ინსტრუმენტების ეფექტიანი გამოყენება.

კვალიფიკაცია

  • განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის, ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების ან მომიჯნავე მიმართულებით სასურველია.
  • გამოცდილება: სასურველია მსგავს და რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (Employee / Customer Experience, HR, კვლევები, პროექტების მართვა).
  • ანალიტიკური უნარები: მონაცემების ანალიზი და მათი მკაფიო, ქმედით დასკვნებად გადაქცევა; Excel-ის კარგი ცოდნა; Power BI-ის ცოდნა უპირატესობაა.
  • სტეიკჰოლდერების მართვა: კომუნიკაციისა და საკუთარი აზრის არგუმენტირებულად გაზიარების უნარი; ხელმძღვანელებთან კოორდინაცია და მოლაპარაკება.
  • ენები: ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია

  • რას გთავაზობთ?
  • პროფესიულ და მეგობრულ გუნდში მუშაობას;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • სწავლისა და განვითარების პროგრამებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • თიბისის პროდუქტებსა და მომსახურებაზე სპეციალურ შეთავაზებებს;
  • თიბისის თანამშრომელთა ფონდით სარგებლობის შესაძლებლობას.

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline

ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report

ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268

ანონიმური წერილი

ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Apply on the original website

SmartRecruiters

Apply with a free account

A free account shows the original application link to eligible members, checks your fit with this job, saves it to your tracker and lets Autopilot find more jobs like it.

Create account Log in

Essential cookies support your session and security. Google Analytics and Meta advertising measurement load only with your separate choices. CV text and contact details are not sent.

Essential cookies · always active

Session, CSRF protection and your cookie preference. These support account access and the choice you make here.

Google Analytics measures public pages and predefined actions after consent. Search text, CV content, account IDs and payment tokens are excluded. Advertising storage and personalization remain disabled.

With marketing consent, Meta receives PageView events on selected public presentation pages, the page URL and network/browser information, to measure advertising. PageView collection excludes CV, job search, account and payment pages. Automatic matching and automatic event collection are disabled. Meta may process this information outside your country. Declining does not restrict tools.

With marketing consent, Google Ads measures verified account creation and confirmed purchases using an anonymous event ID and purchase amount/currency. No CV or contact details are sent.

With marketing consent, Meta may store advertising click identifiers on the registration page to attribute a later verified signup. Opening the form is not counted as a registration.

With marketing consent, Meta also records verified account creation on the workspace home page using an anonymous event ID. It receives no CV or contact details.

Your choice is stored for 180 days. Change or withdraw it at any time using Cookie settings. Declining analytics does not restrict career tools.

Cookie Policy