roTEAMnet

სერვის ცენტრის მენეჯერი - დუშეთის ს/ც #1

TBCBANK · დუშეთი, Georgia

Vollzeit

Nur Quellenangaben; getrennt von fachlicher Passung. Remote bedeutet nicht automatisch weltweite Zulassung oder flexible Stunden.

Originalquelle: SmartRecruiters · Veröffentlicht 2026-10-26 · Zuletzt geprüft 2026-11-25 12:05 UTC

Arbeitsmodell nicht angegebenNiveau nicht angegebenVollzeitTBCBANK Vereinigte Staaten

Prüfe die Anforderungen anhand deiner Erfahrung, erstelle dein Dokument und speichere die Stelle. Du sendest die Bewerbung selbst.

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

სერვის ცენტრის მენეჯერი

სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიცია შენთვის გარდამავალი ფაზაა შემდგომი განვითარებისკენ.

შენ, როგორც სერვის ცენტრის მენეჯერი:

უზრუნველყოფ ფილიალის თანამშრომლების კოორდინირებულ და მოტივირებულ მუშაობას;

მუდმივად ჩართული იქნები მომსახურების პროცესის მონიტორინგში;

იზრუნებ თანამშრომლების კომპეტენციასა და კვალიფიკაციაზე

უზრუნველყოფ:

კლიენტების ხარისხიან, ზუსტ და უშეცდომო მომსახურებას თანამშღომლების საქმიანობის კოორდინაციის გზით;

საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების, კონკურენტებთან მათი უპირატესობების სრულყოფილი ცოდნა;

დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულების კონტროლი;

დაწესებული გეგმის თანამშრომლებზე გადანაწილებაში მონაწილეობის მიღება;

გეგმების შესრულების მუდმივი კონტროლი და გადახრების ანალიზი;

სათავო განყოფილებებიდან ინიცირებული გაყიდვების აქციების მხარდაჭერა;

ფილიალის კლიენტებისგან მიღებული შენიშვნებისა და წინადადებების მობილიზაცია და სათავო ბანკში შესაბამისი სამსახურებისთვის გადაცემის ორგანიზება;

ერთჯერადი ღონისძიებების განხორციელება და დამატებითი ფუნქციების დროებით შეთავსება მიღებული დავალების შესაბამისად;

შიდა აუდიტის წარმომადგენლისათვის განმარტებების მიცემა აუდიტის ობიექტთან დაკავშირებით;

უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების დროული და ადექვატური შესრულება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ბანკის შინაგანაწესს, შიდა ნორმატიულ და საკანონმდებლო აქტებს;

კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;

დადგენილ ლიმიტს ზედა თანხებზე ვადიანი დეპოზიტების ხელშეკრულებებისა და სალაროს გასავლის ოპერაციების ვიზირება;

დღიური საოპერაციო და სალარო ოპერაციების ამსახველი საბუთების სათანადო წესით ფორმირება;

კლიენტების მომსახურებასთან დაკავშირებული მიმდინარე ხასიათის პრობლემების გადაჭრა და არასტანდარტიზირებული გადაწყვეტილებების შეთანხმება;

საჭიროების შემთხვევაში ფიზიკური და იურიდიული პირების გაყიდვების კონსულტანტის ფუნქციების შეთავსება;

საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფ თანამშრომლების კონკრეტულ საკითხებში გადამზადება;

ფილიალში მომსახურების არხების მიხედვით მოახდენ მომსახურების და ლოდინის დროის მონიტორინგი;

უზრუნველყოფ კლიენტების მომსახურებისა და მოლოდინის დროის სტანდარტების დაცვას;

დაგეგმავ ოპერაციების დადგენილი სტანდარტების ფარგლებში შესრულებისათვის, ყველა აუცილებელ ღონისძიებას, გააკონტროლებ პროცედურის შესრულების სისწორეს;

მიაწვდი ინფორმაციას უშუალო ხელმძღვანელს, ოპერაციების შესრულების და მომსახურების დროს წარმოქმნილი პრობლემების შესახებ;

ოპერატიულად მიიღებ გადაწყვეტილებას მიმდინარე საქმიანობის პროცესში წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში თუ უშუალო ხელმძღვანელის ჩართულობა არ გახდება საჭირო.

კვალიფიკაცია

ბანკში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

ჯგუფის უფროსის/უფროსი გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება.

ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

ველოდებით გამოხმაურებას თუ:

ხარ საქმეზე კონცენტრირებული და შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით შეასრულო დავალება

შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა

გაქვს ლიდერული და გუნდურად მუშაობის უნარი

ხარ შედეგებზე ორიენტირებული

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline

ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report

ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268

ანონიმური წერილი

ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Auf der Originalseite bewerben

SmartRecruiters

Mit einem kostenlosen Konto bewerben

Ein kostenloses Konto prüft deine Passung, speichert die Stelle in deiner Übersicht und lässt Autopilot ähnliche Stellen finden. Berechtigte Mitglieder sehen den Original-Bewerbungslink.

Konto erstellen Anmelden

Notwendige Cookies sichern Sitzung und Schutz. Google Analytics und Meta-Werbemessung laden nur nach Ihrer jeweiligen Auswahl. Keine Lebenslauftexte oder Kontaktdaten.

Notwendige Cookies · immer aktiv

Sitzung, CSRF-Schutz und Cookie-Auswahl ermöglichen Kontozugriff und speichern Ihre Entscheidung.

Google Analytics misst nach Zustimmung öffentliche Seiten und festgelegte Aktionen. Suchtexte, Lebensläufe, Konto-IDs und Zahlungstoken sind ausgeschlossen. Werbespeicherung und Personalisierung bleiben deaktiviert.

Nach Marketing-Zustimmung erhält Meta PageView-Ereignisse auf ausgewählten öffentlichen Informationsseiten, Seiten-URL und Netzwerk-/Browserdaten zur Werbemessung. PageView erfasst keine Lebenslauf-, Jobsuche-, Konto- oder Zahlungsseiten. Automatischer Abgleich und automatische Ereignisse sind deaktiviert. Verarbeitung außerhalb Ihres Landes ist möglich. Ablehnen beschränkt keine Tools.

Mit Marketing-Einwilligung misst Google Ads bestätigte Konten und Käufe mit anonymer Ereignis-ID sowie Betrag/Währung. Keine Lebenslauf- oder Kontaktdaten.

Mit Marketing-Einwilligung kann Meta auf der Registrierungsseite Anzeigen-Klickkennungen speichern, um eine spätere bestätigte Anmeldung zuzuordnen. Das Öffnen des Formulars zählt nicht als Registrierung.

Mit Marketing-Einwilligung erfasst Meta auf der Workspace-Startseite auch die Konto-Bestätigung mit anonymer Ereignis-ID. Keine Lebenslauf- oder Kontaktdaten.

Ihre Auswahl wird 180 Tage gespeichert. In den Cookie-Einstellungen jederzeit ändern oder widerrufen. Ohne Analyse bleiben die Karrieretools verfügbar.

Cookie-Richtlinie