roTEAMnet

უფროსი რისკების მენეჯერი

TBCBANK · თბილისი, Georgia

Vollzeit

Nur Quellenangaben; getrennt von fachlicher Passung. Remote bedeutet nicht automatisch weltweite Zulassung oder flexible Stunden.

Originalquelle: SmartRecruiters · Veröffentlicht 2026-11-24 · Zuletzt geprüft 2026-11-25 12:05 UTC

Arbeitsmodell nicht angegebenNiveau nicht angegebenVollzeitTBCBANK Vereinigte Staaten

Prüfe die Anforderungen anhand deiner Erfahrung, erstelle dein Dokument und speichere die Stelle. Du sendest die Bewerbung selbst.

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი,ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის,ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ უფროს რისკების მენეჯერს, რომელიც შეუერთდება კორპორატიული დაკრედიტების რისკების გუნდს და რომლის ძირითადი ფოკუსი იქნება უზბეკეთის კორპორატიული საკრედიტო პროექტების შეფასება, დამოუკიდებელი რისკ-პოზიციის ჩამოყალიბება და საკრედიტო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიური მონაწილეობა.

როლი გულისხმობს უზბეკეთის ადგილობრივ ბიზნესისა და რისკების გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობას, კომპლექსური ტრანზაქციების შეფასებასა და სტრუქტურირებას, პორტფელის მონიტორინგს, ასევე გუნდის მხარდაჭერასა და საკრედიტო რისკების მართვის პრაქტიკის განვითარებას. საჭიროების მიხედვით, როლი ასევე ჩაერთვება საქართველოს კორპორატიული საკრედიტო პროექტების შეფასებაში.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

კორპორატიული მსესხებლების ფინანსური მდგომარეობის, ბიზნეს მოდელისა და საკრედიტო პროექტების ანალიზი და ძირითადი რისკების შეფასება;

მსხვილი და კომპლექსური საკრედიტო ტრანზაქციების შეფასება, სტრუქტურირების განხილვა და დამოუკიდებელი რისკ-პოზიციის ჩამოყალიბება;

საკრედიტო პროექტებზე რისკების დასკვნების მომზადება, შესაბამის საკრედიტო კომიტეტებზე წარდგენა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიური მონაწილეობა;

უზბეკეთის ბიზნესისა და რისკების გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა ძირითადი რისკების იდენტიფიცირების, ტრანზაქციების სტრუქტურირებისა და შესაბამისი შემამსუბუქებელი მექანიზმების განსაზღვრის მიმართულებით;

დაფარვაში არსებული პორტფელის მონიტორინგი, მსესხებლების ფინანსური მდგომარეობისა და რისკ-პროფილის ცვლილებების შეფასება, ძირითადი ტენდენციების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების მომზადება;

უზბეკეთის ადგილობრივი გუნდის მხარდაჭერა კომპლექსური საკრედიტო გადაწყვეტილებების განხილვისას, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და საკრედიტო რისკების მართვის მიდგომების განვითარებაში მონაწილეობა;

საჭიროების მიხედვით, საქართველოს კორპორატიული საკრედიტო პროექტების შეფასებასა და საკრედიტო გადაწყვეტილებების პროცესში მონაწილეობა;

საკრედიტო რისკების მართვის მიდგომების, პროცესებისა და ინსტრუმენტების განვითარებაში, ასევე სტრატეგიულ და ტრანსფორმაციულ ინიციატივებში მონაწილეობა;

საჭიროების შემთხვევაში მენეჯმენტისთვის პორტფელური ანალიზის, რისკების ანგარიშგებებისა და პრეზენტაციების მომზადება.

კვალიფიკაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამისი მიმართულებით;

ფინანსურ/საბანკო სფეროში გამოცდილება, სასურველია კორპორატიული ან მსხვილი ბიზნესის დაკრედიტებისა და საკრედიტო რისკების მიმართულებით;

ფინანსური უწყისების ანალიზისა და კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასების ძლიერი პრაქტიკული გამოცდილება;

მსხვილი და კომპლექსური კორპორატიული საკრედიტო პროექტების დამოუკიდებლად შეფასებისა და საკრედიტო გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება;

კორპორატიული საკრედიტო რისკების, ტრანზაქციების სტრუქტურირებისა და რისკის მიტიგაციის მექანიზმების კარგი ცოდნა;

Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა და მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზის უნარი;

ახალი ბაზრის, მარეგულირებელი მოთხოვნებისა და შიდა პროცესების სწრაფად ათვისების უნარი;

ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;

უზბეკეთში რეგულარული მივლინებებისთვის მზადყოფნა, საშუალოდ სამუშაო დროის 40–50%-ის ფარგლებში.

უპირატესობად ჩაითვლება:

CFA, ACCA ან სხვა შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია/პროგრამაში მონაწილეობა;

საერთაშორისო საბანკო ან ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება;

სხვადასხვა ქვეყნის საკრედიტო პორტფელებთან და მრავალფუნქციურ გუნდებთან მუშაობის გამოცდილება;

მრავალ სტეიკჰოლდერთან მუშაობისა და კომპლექსური გადაწყვეტილებების კოორდინაციის გამოცდილება.

მნიშვნელოვანი უნარები:

ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;

დამოუკიდებელი პროფესიული პოზიციის ჩამოყალიბებისა და დასაბუთების უნარი;

გადაწყვეტილების მიღების უნარი კომპლექსურ და დროით შეზღუდულ გარემოში;

ძლიერი კომუნიკაციისა და დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური ურთიერთობის უნარები;

მაღალი პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლად მუშაობისა და ინიციატივის აღების უნარი;

ახალი გარემოსა და ბაზრის სპეციფიკის სწრაფად ათვისების უნარი;

ცოდნის გაზიარებისა და გუნდების განვითარების მხარდაჭერის უნარი;

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და AI ინსტრუმენტების გამოყენების ინტერესი და მზაობა.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline

ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report

ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268

ანონიმური წერილი

ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Auf der Originalseite bewerben

SmartRecruiters

Mit einem kostenlosen Konto bewerben

Ein kostenloses Konto prüft deine Passung, speichert die Stelle in deiner Übersicht und lässt Autopilot ähnliche Stellen finden. Berechtigte Mitglieder sehen den Original-Bewerbungslink.

Konto erstellen Anmelden

Notwendige Cookies sichern Sitzung und Schutz. Google Analytics und Meta-Werbemessung laden nur nach Ihrer jeweiligen Auswahl. Keine Lebenslauftexte oder Kontaktdaten.

Notwendige Cookies · immer aktiv

Sitzung, CSRF-Schutz und Cookie-Auswahl ermöglichen Kontozugriff und speichern Ihre Entscheidung.

Google Analytics misst nach Zustimmung öffentliche Seiten und festgelegte Aktionen. Suchtexte, Lebensläufe, Konto-IDs und Zahlungstoken sind ausgeschlossen. Werbespeicherung und Personalisierung bleiben deaktiviert.

Nach Marketing-Zustimmung erhält Meta PageView-Ereignisse auf ausgewählten öffentlichen Informationsseiten, Seiten-URL und Netzwerk-/Browserdaten zur Werbemessung. PageView erfasst keine Lebenslauf-, Jobsuche-, Konto- oder Zahlungsseiten. Automatischer Abgleich und automatische Ereignisse sind deaktiviert. Verarbeitung außerhalb Ihres Landes ist möglich. Ablehnen beschränkt keine Tools.

Mit Marketing-Einwilligung misst Google Ads bestätigte Konten und Käufe mit anonymer Ereignis-ID sowie Betrag/Währung. Keine Lebenslauf- oder Kontaktdaten.

Mit Marketing-Einwilligung kann Meta auf der Registrierungsseite Anzeigen-Klickkennungen speichern, um eine spätere bestätigte Anmeldung zuzuordnen. Das Öffnen des Formulars zählt nicht als Registrierung.

Mit Marketing-Einwilligung erfasst Meta auf der Workspace-Startseite auch die Konto-Bestätigung mit anonymer Ereignis-ID. Keine Lebenslauf- oder Kontaktdaten.

Ihre Auswahl wird 180 Tage gespeichert. In den Cookie-Einstellungen jederzeit ändern oder widerrufen. Ohne Analyse bleiben die Karrieretools verfügbar.

Cookie-Richtlinie